ანთროპოსოფიაზე დაფუძნებული ვალდორფის პედაგოგიკის სემინარი საქართველოში
-
ანთროპოსოფიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის სემინარი საქართველოში იწვევს სემინარით დაინტერესებულ პირებს.
-
თანამედროვე სამყაროში ინტერესი ანთროპოსოფიული მიდგომებისადმი დღითიდღე იზრდება. ვალდორფის პედაგოგიკით მომუშავე ბაღები და სკოლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მოფენილი. ანთროპოსოფიულ დაწესებულებებს უამრავ ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების პროცესში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ.
-
ადამიანთმცოდნეობა, გოეთეანისტური ბუნებისმეტყველება, ფენომენოლოგია, მცენარის ფენომენოლოგია, პირველი შვიდწლეულის პედაგოგიკა, სემინარული საუბრები, ბავშვის განხილვა, ხელოვნება და ხელობები - ეს სემინარის მოდულების არასრული ჩამონათვალია. თეორიასთან ერთად სემინარი პრაქტიკულ საქმიანობაში გაწაფვასაც მოიცავს.
-
პრაქტიკა ვალდორფის თავისუფალ სკოლაში შეეთავაზებათ მსურველებს.
-
სემინარზე დაშვების წინაპირობა ერთადერთია - ინტერესი ანთროპოსოფიული პედაგოგიკის მიმართ.
-
შემეცნებითი და მნიშვნელოვანი აღმოჩენები ელით სკოლის მშობლებს, მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, დაინტერესებულ პირებს, ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიული არჩევანის წინაშე დგანან.
-
სწავლების პროცესი თბილ, მეგობრულ გარემოში წარიმართება. კვალიფიციურ პედაგოგებთან საინტერესო შეხვედრები, ინტერაქტიური სტილი, შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, თეორიასთან ერთად პრაქტიკული საქმიანობა დაუვიწყარ გამოცდილებას შესძენს მსურველებს.
-
შეხვედრები ჩატარდება ვალდორფის თავისუფალ სკოლაში. მისამართი - ვარლამ თოფურიას 2.
-
სემინარის სამუშაო დღეებისთვის შერჩეულია შაბათი - 10-დან 18:00 საათამდე შესვენების ჩათვლით.
-
მეორე სამუშაო დღე შეთანხმებისამებრ იქნება სამშაბათი ან ხუთშაბათი. საორიენტაციოდ - 18:00-დან 21:00-მდე.
საფასური - ყოველთვიურად 150 ლარი (ინდივიდუალურ შემთხვევებში გათვალისწინებულია შეღავათი)
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირებს:
მანანა ჯავაშვილი - 599 587012
მაკა სოლოღაშვილი - 599 990297



