top of page

გახანგრძლივებული ჯგუფები

 

გახანგრძლივებულ ჯგუფებში განაწილება ძირითადი გაკვეთილების დასრულების შემდეგ ხდება,მასზე დარჩენა სურვილისამებრ ხდება.თუ მშობელი (მეურვე) მოისურვებს ამას.სკოლა მას სთავაზობს შესაძლებლობას  ბავშვები განაწილდნენ 4 ან 6 საათამდე შესაბამის ჯგუფებში.ამ შემთხვევაში დამატებითი გადასახადი 4 საათამდე - 160 ლარს,ხოლო 6 საათამდე - 230 ლარს შეადგენს,რომელშიც შედის კვება და  საჭირო მასალებით უზრუნველყოფა.

 მისია

 

გახანგრძილევებული ჯგუფების მთავარ მისიას წარმოადგენს იმ გარემოს შექმნა,რომელშიც სამყარო მეტად ხელშესახები და განცდადი იქნება,სადაც ბავშვები სხვადასხვა საშუალებებით შეიგრძნობენ მათ ირგვლივ მომხდარ პროცესებს,ეზიარებიან სამყაროს საკრალურობას და მოუფრთხილდებიან მას.სამომავლოდ კი,არ იქცევიან იმ მომხმარებლური საზოგადოების ნაწილად,რომლებიც მხოლოდ სარგებლის მიღებაზე ფიქრობენ.ამის ნაცვლად,თავად ისწავლიან გაღებას,ზრუნვას და თავ-თავიანთი წილი სიკეთით შეამკობენ დედამიწას.

მთავარ მოტივს წარმოადგენს ის,რომ ბავშვებმა შეიყვარონ გარემო,რომელშც ყველა მწერს,ჭიაყელას,ფრინველს,ცხოველსა თუ ადამიანს,საკუთარი დანიშულება აქვს ; რომ ვიგრძნოთ ერთმანეთი და ყველა ცოცხალი ორგანიზმი ჩვენს ირგვლივ,თუ როგორი მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის არსებობა და რაც მთავარია,რომ არ უნდა გამოვასალმოთ სიცოცხლეს ისინი და პატივი ვცეთ იმ ფორმას,რაც მათ მიენიჭათ სამყაროში.ამგვარად, ჩვენი არსებობის  განუმეორებლობა ნათელი და სისხლსავსე იქნება მათი დახმარებით.

 

  • ვეცნობით სიცოცხლის წარმოშობის ფორმებს,პირველ ცოცხალ ორგანიზმებს,როგორც ხმელეთზე,ასევე წყალქვეშ. წარმოვიდგენთ,თუ როგორები არიან ისინი,ვაცოცხლებთ მათ სხვადასხვა საშუალებებით(ხატვით,ძერწვით და ა.შ)

 

  • ეპოქების მიხედვით ვქმნით თემატურ ნივთებს ;

 

  • ვკითხულობთ მოთხრობებს და წარმოდგენილ ამბებს ნახატებად გარდავქმნით.

 

აღინიშნება მიქაელობისა და გიორგობის დღესასწაული- ვყვებით ისტორიებს ;ვაზიარებთ ტკბილეულს,ვამზადებთ ლამპრებს.

საშობაოდ ვქმნით საახალწლო განწყობილების ნივთებს (ვიყენებთ გირჩებს,წიწვებს,ფოთლებს და ა.შ)

ვქმნით დედის დღესთან დაკავშირებულ მისალოცებს;ვემზადებით სააღდგომოდ;ვგრძნობთ გაზაფხულს - ვაღვიძებთ მიძნებულ ბუნებას და აყვავილებული გარემოს შესაბამისად ვქმედებთ (ვხატავთ, ვძერწავთ,ვიყენებთ ორიგამის ტექნიკებს).

bottom of page