გუნდი და ორკესტრი
პირველი კლასის ბოლოს, ან მეორე კლასის დასაწყისისთვის, მოსწავლეები (სურვილის მიხედვით, მუსიკის მასწავლებლის რჩევით) ირჩევენ „საკუთარ“ ინსტრუმენტს (ვიოლინოს, ჩელოს). ამ ინსტრუმენტებზე ვარჯიში, პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, ინდივიდუალურად და დამატებითი მუსიკალური გაკვეთილების ფარგლებში ხდება. მიღებული უნარები შესაძლებელია კლასის ორკესტრის ფარგლებში (IV-V კლასებში) იყოს გავარჯიშებული. ამ მუშაობაში (სხვადასხვა ინსტრუმენტების, მათ შორის, ბლოკფლეიტებისა და სხვადასხვა „საჟღარუნო“ საშუალებების მომცველი მთელი კლასის ორკესტრის და სხვადასხვა მიმართულების ანსამბლების) წამყვანი სოციალური აღზრდა ხდება.
ორკესტრი
ვალდორფის სკოლებში ინსტრუმენტალური მუზიცირება პირველი კლასიდან ვარჯიშდება. დაწყებით საფეხურებზე (I-III კლასებში) მარტივი ჩასაბერი ინსტრუმენტებით – ფლეიტების (პენტატონიური, დიატონური ბლოკფლეიტების) „ჩაბერვით“ – იწყება ერთობლიობის განცდის მოვლა/გავარჯიშება კლასის
ფარგლებში.
VI-VII კლასებში მუსიკალური ინსტრუმენტების ფლობა (პიროვნული უნარები) შესაძლებელია გავარჯიშებულ და გაძლიერებულ იქნას უფრო ფართო სოციუმში – საშუალო კლასების ორკესტრით. ასეთი მუშაობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა – სოციალურ აღზრდასთან ერთად – ინსტრუმენტალური მუსიკის კულტურის აღზრდაა (ვოკალური მუსიკის კულტურასთან ერთად). საშუალო კლასების ორკესტრისთვის მნიშვნელოვანია, აგრეთვე, სკოლის საერთო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
VIII კლასისთვის მიზანშეწონილია კლასის ორკესტრის მოძლიერება და, მაგ. კლასის სპექტაკლის დახმარება, ან საკუთარი ინიციატივებისა თუ კლასის სამუშაოების თანხლება–გაფორმება... სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, მათი მონაწილება საშუალო კლასების ორკესტრში.
სკოლის მაღალი საფეხურის დაწყებასთან ერთად, ორკესტრის მუშაობის პრინციპებიც იცვლება. ის გადადის დიდ, უფრო მეტად გარეთ ორიენტირებულ საზოგადოებრივ მუშაობაზე.
მაღალი კლასების ორკესტრს თავის შემადგენლობაში შეუძლია მიიღოს წევრები საშუალო კლასების სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფებიდან. მაღალი კლასების/სიმფონიური ორკესტრის უმთავრესი ამოცანაა სკოლის საერთო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
გუნდი
ვალდორფის სკოლებში მუზიცირება/სიმღერა პირველივე კლასიდან ვარჯიშდება – იწყება ერთობლიობის განცდის მოვლა/გავარჯიშება კლასის ფარგლებში, რომელიც, შემდგომ, სკოლის ყველა საფეხურს, ასაკობრივად შესაფერად, მოიცავს. გუნდური სიმღერით გაჟღენთილია (განსაკუთრებით, საწყის კლასებში).
ყველა გაკვეთილი: საბუნებისმეტყველო თუ მეცნიერული, უცხო ენები თუ სპორტის გაკვეთილი... პირველ–მეორე კლასში სასიმღერო რეპერტუარი ერთხმიანია, ხოლო მომდევნო კლასებში ის თანდათანობით მრავალხმიანი ხდება (მესამე კლასიდან დაწყებული, მოსწავლეები მღერიან ორ–სამ–ოთხხმიან კანონებს; საშუალო კლასებიდან, ასაკის შესაბამისად, სასიმღერო რეპერტუარი რთულდება, მოსწავლეები მღერიან რთულ მრავალხმიანობასა და ეცნობიან ქართულ ხალხურ სიმღერებს).
ასეთი მუშაობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა – სოციალურ აღზრდასთან ერთად – ვოკალური მუსიკის კულტურის აღზრდაა (ინსტრუმენტალური მუსიკის კულტურასთან ერთად). საშუალო კლასების მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია, აგრეთვე, გუნდური სიმღერით სკოლის საერთო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა (კლასის/სკოლის ღონისძიებები, ბაზრობები, სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებებში კონცერტის გამართვა...). VIII კლასისთვის მიზანშეწონილია კლასის გუნდის მოძლიერება და, მაგ. კლასის სპექტაკლის სიმღერით გაფორმება, ან საკუთარი ინიციატივებისა თუ კლასის სამუშაოების თანხლება–გაფორმება…
სკოლის მაღალი საფეხურის დაწყებასთან ერთად, გუნდის მუშაობის პრინციპებიც იცვლება. ის გადადის დიდ, უფრო მეტად გარეთ ორიენტირებულ საზოგადოებრივ მუშაობაზე. მაღალი კლასებში გუნდის მუშაობა უკვე ნებაყოფლობითი ხდება. ის სცდება ერთი კონკრეტულ კლასის ფარგლებს, გუნდის მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვს მაღალი კლასების (მე–9 – მე-12 კლასები) ნებისმიერ მოსწავლეს. მისი უმთავრესი ამოცანაა სკოლის საერთო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.