top of page

Acerca de

DSD

2020 წლიდან ვალდორფის სკოლას მინიჭებული აქვს DSD I (Deutsches Sprachdiplom) სკოლის სტატუსი,  2023 წლიდან კი სკოლამ მეორე საფეხურის დიპლომის გაცემის უფლებაც მოიპოვა.

ჩვენმა კურსდამთავრებულებმა წარმატებით აიღეს DSD II დიპლომიც, რაც არა მხოლოდ სკოლის, არამედ საქართველოსა და გერმანიის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გერმანული ენის დიპლომის (DSD) გამოცდები ეფუძნება ენის საერთო ევროპული ჩარჩოს კომპეტენციის დონეს (GeR) და თანამედროვე უცხო ენების შიდა გერმანული სკოლის სტანდარტებს.

გამოცდები ტარდება შემდეგ დონეზე:

● პირველი დონე DSD I (B1 სერთიფიკატი)

● მეორე დონე DSD II ( B2, C1 სერტიფიკატი)

ეს გამოცდები აჩვენებს გერმანული ენის ცოდნას, ასევე აკადემიურ განათლებას და სწავლის უნარს, რომელიც სცდება ენის ათვისებას.

გამოცდები ეფუძნება უწყვეტ, კომპეტენციებზე ორიენტირებულ სწავლებას DSD გამოცდებისთვის დამტკიცებულ სკოლებში.

გამოცდები ამოწმებს კომპეტენციებს შემდეგი მიმართულებებით:

● წაკითხულის გააზრება

● მოსმენის გაგება

● წერილობითი კომუნიკაცია

● ვერბალური კომუნიკაცია

bottom of page