DSD დიპლომების გადაცემა

9 ნოე. 2023
მოსწავლეებს,რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს B1 საფეხურის გამოცდა, DSD დიპლომები გადაეცათ
DSD დიპლომი გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლისათვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო საბუთია.
ვალდორფის სკოლას 2020 წლიდან აქვს მინიჭებული DSD (Deutsches Sprachdiplom) სკოლის სტატუსი, 2023 წელს კი DSD 2 - მეორე საფეხურის დიპლომის გაცემის უფლებაც მოვიპოვეთ.
სიხარულითა და სიამაყით გაცნობებთ, რომ დსდ 1-ის გამოცდაზე მიმდინარე სასწავლო წელს გავიდა 11 მოსწავლე.
9 მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა B1 საფეხურის გამოცდა, რომლის საფუძველზეც მათ სკოლის დამთავრების შემდეგ უფლება ექნებათ სწავლა განაგრძონ გერმანიის კოლეჯებში და მიიღონ ხარისხიანი პროფესიული განათლება.
წარმატებული მცდელობა, დამსახურებული შედეგი - ფრთების შემსხმელია. საუკეთესო შემაგულიანებელი ახალი აღმოჩენებისა და წარმატებების გზაზე.
ამასთან - წარუმატებელი მცდელობაც გაბედულების, შინაგანი სიმტკიცის საწინდარია.
„თუ ახლა ვერა, შემდეგ მცდელობაზე - აუცილებლად!“ - ეს შემართებაც მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული
გამოცდილებაა.
წარმატებისა და საინტერესო შემეცნებითი თავგადასავლების მომტანი ყოფილიყოს ეს გამოცდილება ჩვენი საყვარელი ვალდორფელებისთვის