წლის პროექტი-"ბიოგრაფიები"

20 მარ. 2024
ვალდორფის სკოლის მერვე კლასში მოსწავლეებმა პროექტები წარადგინეს
ხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ადამიანების შესახებ ცნობების მოძიება, თავმოყრა, ზეპირი წარდგენისთვის მომზადება მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
ბიოგრაფიების გაცნობა ეხმარება ახალგაზრდას:
• მიიღოს და გააანალიზოს ახალი ინფორმაცია;
• იკვლიოს ისტორიული მოვლენები;
• წარმოდგენა შეიქმნას ისტორიულ დროსა და ეპოქაზე...
მოსწავლეები აკვირდებიან ადამიანების ქცევას, მათ მოქმედებებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას – როგორ იქცეოდნენ „ცნობილები“ ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში? რა შეცდომებს უშვებდნენ? რა სირთულეები, დაბრკოლებები ხვდებოდათ? როგორ ძლევდნენ ამ სირთულეებს? როგორ მუშაობდნენ შეცდომების გამოსწორებაზე? რა საინტერესო და უჩვეულო ამბები გადახდენიათ თავს?
ჩვენმა მერვეკლასელებმა არაჩვეულებრივი პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს.
„მე-8 კლასში ბიგრაფიებზე მუშაობამ ახალი გრძნობა გააღვიძა ჩვენში. ვიგრძენით პასუხისმგებლობა, ინტერესი რაღაც ახლის მიმართ. ამ პროექტმა უკეთ გაგვაცნო ერთმანეთი, ჩვენი შესაძლებლობები. ცოტაც - გვანერვიულა, საბოლოოდ კი - ძალიან გაამართლა!“ - ასე აფასებს მერვეკლასელი კატო სიხარულიძე სამუშაოს.
მერვე კლასის მზრუნველი: ირინა ხოჯაბეგოვი