„სტუმარ-მასპინძელი“

22 ივნ. 2024
პოემის სასცენო ინტერპრეტაცია
მინიმალისტური სტილი, დეკორაციებისა და ჩაცმულობის სისადავე, მთელი აქცენტი შინაარსსა და გამოთქმაზე - პოემის სასცენო ინტერპრეტაციის ეს სტილი წარმოგვიდგინეს მე-6ა კლასის მოსწავლეებმა.
ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“ მძიმე, რთული, ღრმა ტექსტია.
მეექვსე კლასში ეს ტექსტი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განსავითარებელი სამარჯვია - ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით გმირის განწყობის გამოხატვა, შესაფერისი ტონის, ემოციის გადმოცემა, გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების გავარჯიშება, მნიშვნელოვანი სათქმელის მაყურებლებისთვის მკაფიოდ, თავდაჯერებით წარდგენა.
შესანიშნავად გაუმკლავდნენ ჩვენი ყოჩაღი მეექვსეები ამ ყველაფერს.
დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის „დამდგმელ რეჟისორსა“ და შეთავსებით - მეექვსე კლასის მასწავლებელს, ნატალია როინიშვილს.
