top of page

„პირველი საკითხავი წიგნი“

001.jpg

13 თებ. 2024

მშობლებმა საყვარელ მეორე კლასელებს ხელნაკეთი წიგნები აჩუქეს

"წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას".


ეს ხატოვანი გამონათქვამი ძალიან უხდება ვალდორფის სკოლებში დამკვიდრებულ ერთ ტრადიციას:

მეორეკლასელების მშობლები პირველ საკითხავ წიგნს თავად უმზადებენ შვილებს.


მშობლების ხელით ნაწერი, მათივე მოხატული და გაფორმებული წიგნები ფასდაუდებელი საჩუქარია ბავშვებისთვის. როგორი სიხარულია მათ თვალებში, როგორ სათუთად და ინტერესით ფურცლავენ ძვირფას წიგნებს.


მასწავლებელი თამარ რიჟამაძე-შაშიაშვილი.

bottom of page