ხელობების ეპოქა

21 მაი. 2024
მესამე კლასელები მინისა და ხის სახელოსნოს ეწვივნენ
"არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა" - ჩვენთან ეს წესი წესად გვაქვს "დარგული".
ჰოდა, ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად ვალდორფელები "ახალგაზრდულ სახლს" ეწვივნენ - შრომის, გარჯის, ფუსფუსის, შემეცნების კერას.
მასპინძლები ჩვენი მშობელი ქალბატონი ლელა ეხვაია და მისი ყოჩაღი გუნდი გახლდნენ.
მაისი კი წვიმიანი გამოდგა, მაგრამ ამ დღისთვის მზემაც გამოიმეტა თავისი სხივები და სითბო.
მთელი დღე ხალისობდნენ, თამაშობდნენ და თამაშითა და ხალისით იმეცნებდნენ, სწავლობდნენ ბავშვები.
მინისა და ხის სახელოსნოებში ულამაზესი ნივთები დაამზადეს, სამადლობელი სიმღერები იმღერეს, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულები დაბრუნდნენ უკან.
დიდი მადლობა ჩვენს ხალისიან, დაუღალავ მასპინძლებს: თეკლეს, ანას, ლელას, სებასტიანს, მინეს, გეორგს.
კლასის მზრუნველი: თამარ კაპანაძე
