წლის სამუშაოები ვალდორფის სკოლაში

1 ივლ. 2023
მერვე კლასელებმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებები წარუდგინეს
წლის სამუშაო ვალდორფის სკოლებში მერვეკლასელების დამოუკიდებელ პროექტს ჰქვია.
პირველი ნაბიჯი თავისუფალი არჩევანია.
რა გავაკეთო?
საკუთარი ინტერესების, სურვილების, ჰობის, მიდრეკილებების გათვალისწინებით მოსწავლე ირჩევს იმას, რასაც შექმნის.
არჩევანის გაკეთების შემდეგ კიდევ უამრავი რამაა გადასაწყვეტი და გასაკეთებელი და მოსწავლე მშობლის დახმარებით გადის საინტერესო, მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე გზას - ზოგჯერ არჩევანი იმდენად სპეციფიკურია, რომ საქმის ოსტატია მოსაძიებელი.
წლის სამუშაო მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლისა და შემოქმედის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება.
ესეც გამოცდილებაა - დაარწმუნო პროფესიონალი, რომ გაგიძღვეს, გასწავლოს, გაგაკეთებინოს.
მასალების მოძიება, დროის გადანაწილება, წლის განმავლობაში გარკვეული ინტენსივობით მუშაობა - ფასდაუდებელი პროცესია.
წარმოგიდგენთ 2023 წლის მერვეკლასელების წლის სამუშაოებს.
