top of page
წლის სამუშაოები

9 აპრ. 2024
მერვე კლასელებმა წლის სამუშაოების განმავლობაში შექმნილი ხელნაკეთი ნივთები წარადგინეს
მერვე კლასში მოსწავლეები წლის სამუშაოებს ასრულებენ და წარადგენენ ფართო აუდიტორიის წინაშე
წლის სამუშაოს თემას თავად ირჩევენ საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, სურვილების გათვალისწინებით.
პროექტი მრავალმხრივია და კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება მოზარდებს.
დაგეგმვა, პრაქტიკული აქტივობები, შედეგების წარმოჩენა - წლის სამუშაოს ავტორები ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებენ პროცესში.
არჩევანის მრავალფეროვნება, შესრულების ტექნიკა და ნამუშევრების წარდგენის ხარისხი მათი სიყოჩაღის, უსაზღვრო შესაძლებლობების, საქმისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობის საუკეთესო მაჩვენებლებია
bottom of page
