top of page
წიგნების წარდგენა

3 აპრ. 2024
მეოთხე კლასელებმა ცხოველთმცოდნეობის ეპოქის ფარგლებში ხელნაკეთი წიგნები წარადგინეს
ჩვენმა საყვარელმა მეოთხეკლასელებმა ფაუნის წარმომადგენლები აამეტყველეს. სწორედ ასე!
წარმოსახვის აფრები აუშვეს, ფანტაზიის იალქნები ააფრიალეს და მშვენიერი პირუტყვები პირმეტყველებად გადააქციეს.
ვის აღარ ნახავთ ამ პირმეტყველთა შორის...კავკასიური გველგესლა, იხვნისკარტა, თეთრი დათვი, სპილო, ფუტკარი, ფლამინგო, კუ, მელია, ლურჯი ვეშაპი, საიმპერატორო პინგვინი, მარტორქა, ვეშაპი, ცხენი, პითონი, ქამელეონი, ვეფხვი, ზღარბი, კოალა, მიმინო, კატა, ზვიგენი.
მოსწავლეებმა ამბები ხელნაკეთ წიგნებად შეკრეს და სათანადოდ გააფორმეს. ყდის დიზაინსა და ფერებზე, შრიფტსა და კომპოზიციაზე, ყველა დეტალზე აქვთ ნაფიქრი.
bottom of page
