top of page
ცეკვის ღია გაკვეთილი

15 დეკ. 2023
15 დეკემბერს გაიმართა მეხუთე კლასელების ცეკვის ზეიმი
აღნიშვნაც ხომ უნდოდა დღევანდელ სიხარულს!
აღნიშვნა და ზეიმი...
ჰოდა ვალდორფის სკოლაში მეხუთე კლასმა დააგიზგიზა ცეცხლი.
ისეთი როკვა, სიმღერა და ცეკვა-თამაში გამართეს, მაყურებელთა ოვაციები მთელ დუნიას მოედო.
ბრწყინვალე საცეკვაო ნომრების შემდეგ,როგორც ჭეშმარიტმა „ევროპიელებმა“, იმღერეს გერმანულად, ესპანურად, ქართულად...
ერთი სიტყვით, როგორც შეგვეფერება, როგორც გამოგვდის და შეგვიძლია, ისე ვიზეიმეთ.
კვლავაც გილოცავთ.
ამ სიმღერას, ცეკვასა და თამაშს შრომასაც ზედ დავურთავთ და ასე ფუსფუს-ფუსფუსით და ცეკვა-ცეკვით დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს !
ცეკვის მასწავლებელი: ნინო როინიშვილი
კონცერტმეისტერი : რუსა კიკნაძე
მუსიკის მასწავლებელი: კატო ვერხვიაშვილი
bottom of page
