top of page
ჩრდილების თეატრი

10 ოქტ. 2023
მე-8ა და მე-8 ბ კლასელებმა ჩრდილების თეატრი გამართეს
ჩრდილების თეატრისთვის სამზადისი,ჯერ კიდევ შარშან,სექტემბერში დაიწყო.დაიბადა იდეა და ნელ-ნელა ყოჩაღი მეშვიდე კლასელები მის განხორციელებას შეუდგნენ.
მათ პიესა "მიქაელი და გველეშაპი" გააცოცხლეს, როგორც ბაღის,ასევე დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის.
წელს კი,ამჯერად უკვე მერვე კლასში გადასულებმა მუშაობა ისევ გააგრძელეს და სრულიად მომნუსხველი ჩრდილების თეატრი წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს რა დიდებულია ხელოვნება,რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანთან პოულობს საერთო ენას და უამრავ საოცარ ამბავს გვიზიარებს.
bottom of page
