შევკეროთ თოჯინა საკუთარი ხელებით

17 ივნ. 2024
17 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით ვალდორფში თოჯინების შეკერვის შემსწავლელი შეხვედრები გაიმა რთა
ესეც ასე, ჩვენ დავიწყეთ...
ვალდორფის პირველმა ვორქშოპმა მშვენივრად ჩაიარა. ექვს არაჩვეულებრივ მონაწილეს ვუმასპინძლეთ.მათგან ყველაზე უმცროსი ათი წლის გახლდათ,ხოლო უხუცესი 70 წლის. ამგვარად, ადგილი და რესურსი ყველა მსურველისთვის გამოინახა.
რაც შეეხება თოჯინის შემსწავლელი კურსის მიმდინარეობას,გაიგონებდით ასეთ ფრაზებს: „ჩემი თოჯინა იბადება“, „ როგორ ჰგავს ჩემს გოგონას“.., ჩვენი მონაწილეები მთავარ შემოქმედებად იქცნენ და თითქოს მთლიანი პროცესი ერთ დიდ დაბადებად გარდაიქმნა.
ჯერ დამზადდა თავი,შემდეგ ტანი ,ნელ-ნელა კიდურებიც გაჩნდა.სულ ბოლოს კი სახის კონტურებიც გამოიკვეთა.
დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ნდობისთვის,მადლიერებისთვის და იმ უკუკავშირისთვის,რაც მათგან მივიღეთ.
წინ კიდევ ბევრი ლამაზი შემსწავლელი კურსი გველის..
