top of page

სტუმრობა მოხუცებულთა პანსიონატში

001.jpg

20 თებ. 2024

თავისუფალი ვალდორფის სკოლის მოსწავლეები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვივნენ და მათ თოჯინების სპექტაკლი წარუდგინეს

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი...აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლეს“


                                       ჰერმან ჰესეს ესედან „სიბერე“


„მოხუცთა ბაღში“ მართლაც „ყვავის უამრავი ყვავილი“ და მათთან ურთიერთობა ბევრს სძენს ახალგაზრდას. ბუნების კანონზომიერებაა - თაობათა კავშირი, ერთობა ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

ბაზრობაზე შემოსული თანხის ანგარიშში მოგახსენეთ, რომ შემოსული თანხის ნაწილი მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობას და მასპინძლების გახარებას დაეთმობოდა.


ეს ნაბიჯი გადადგმულია - ჩვენი მერვე (ბ) კლასელები თოჯინების თეატრით და საკონცერტო წარმოდგენით წარსდგნენ ძვირფასი მაყურებლების წინაშე.

იყო საყოველთაო აღტაცება, გამასპინძლება მათივე გამომცხვარი ნამცხვრებით, სიამოვნება ურთიერთობისა და სიხარული ერთობის.

bottom of page