სპექტაკლი "ალექსანდრე II"

19 დეკ. 2023
19 დეკემბერს მეექვსე კლასმა წარმოადგინა სპექტაკლი "ალექსანდრე II"
„მე კარგი ამბავი მაქვს,
რაღაც მინდა გახაროთ,
მიაპყარით თვალი ცას,
ყური უგდეთ სამყაროს.
და თქვენ გაგეცხადებათ
იდუმალი უწყება,
ციური დამწერლობა,
აი, რას იუწყება!..“*
რას იუწყება და...
იმას, რომ მეექვსეკლასელებმა მშვენიერი სპექტაკლი დადგეს.
დრამატული ხელოვნება, თეატრი ვალდორფელების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ტექსტის გაგება-გააზრება, როლების მორგება-გათავისება, სამსახიობო ხელოვნება, სოციალური უნარები, საკუთარი სხეულის მართვა-განკარგვა, მეტყველების დახვეწა - მასწავლებლის მიერ მზრუნველობით, სიფაქიზით წარმართული ეს პროცესი ფასდაუდებელია.
მზრუნველი მოსწავლეების ხასიათისა და მონაცემების, ასევე მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით არჩევს როლებს, სცენებს. პიესაზე მუშაობა ჭეშმარიტად პედაგოგიური მუშაობაა.
პიესის ტექსტისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ძვირფას ელენე კოშორიძეს ეკუთვნის. „ალექსანდრე მაკედონელი“ პოეტურად სწორედ მან გააფორმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მეექვსე კლასი განსაკუთრებულად მუსიკალური კლასია. სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება მთლიანად მათ ითავეს და მშვენიერი მუსიკით დაატკბეს მსმენელ-მაყურებელი.
* ციტატა პიესიდან
მეექვსე კლასის მზრუნველი: ნატალია როინიშვილი