top of page

სახლების გამოფენა

001.jpg

9 ოქტ. 2023

9 ოქტომბერს ვალდორფის სკოლამ სახლების გამოფენას უმასპინძლა

ოქტომბრის თვე მეტად განსაკუთრებული იყო ვალდოფის მე-4ა და მე-4ბ კლასელთათვის.მათ კლასის მასწავლებლის დავალებით საკუთარი სახლის პროექტი უნდა წარმოედგინათ,რა თქმა უნდა მშენებლობაში მთელი ოჯახი ჩაერთო. მოსამზადებელი პროცესი უდიდესი სიხარული იყო ყველა თანამონაწილესთვის.


ბავშვებმა დავალება მესამე კლასის ბოლოს მიიღეს და ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ გამოფენის დღეც მოვიდა.თითოეული სახლი,პატრონივით უნიკალური გამოვიდა.გამოყენებულ მასალებს შორის აღმოაჩენდით ხავსებს,გირჩებს,კენჭებს,ნიჟარებს,ყველაფერს,რაც სამყარომ შემოგვთავაზა.


მე-საკუთარ ბუდეს იგებს,რომელიც ფიზიკურად მშენებლობაში გამოიხატა.ამგვარად,იფიქრეს,ატარეს,განსაზღვრეს და ააგეს კიდეც.ახალგამოღვიძებული მე- ნელ-ნელა იაზრებს ადამიანის დანიშნულებას და ადამიანის განვითარების ფერხულში ებმება.

bottom of page