საცოცები ბავშვებისთვის

7 თებ. 2024
ახალი სივრცე სკოლაში
სკოლაში სასწავლო სივრცე მარტო საკლასო ოთახი არაა.
ოთხი კედლის მიღმა, გარეთ, სუფთა ჰაერზეც მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეები, სადაც ბავშვები იმოძრავებენ, ირბენენ, იცოცებენ, ბალანსირებაში გაიწაფებიან, სადაც მათი ფიზიკური სხეულის განვითარებას მოზარდისთვის ყველაზე ბუნებრივ გარემოში შეეწყობა ხელი.
აბა, ოთხ კედელში,ერთ ოთახში ბევრს ვერაფერს ნახავს თვალები, ბევრს ვერაფერს იგრძნობს სხეული.
უჰ, უჰ... რა კარგია დასვენებებზე ეზოში გასვლა, თამაში, ვარჯიში, სირბილი, აცოცება, ჩამოცოცება, მოძრაობა, მოძრაობა, მოძრაობა...კუნთები ზეიმობენ, თავში კი ბევრი საინტერესო ფიქრი მოდის
აი, ასეთი სივრცის მომზადების იდეა გაჩნდა, მხარდამჭერიც გამოჩნდა და „სოფელიც აშენდა“ ბუნებრივი მასალებით, მოზარდების ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით.
მადლობა ყველას, ვინც სკოლის გვერდითა სივრცის მოწყობაში მიიღო მონაწილეობა.ბავშვების ჟრიამული, ხალისი და გართობა საამური სანახავია.
