top of page
საშობაო სიმღერების და ლექსების ზემი

22 დეკ. 2023
მეოთხეკლასელებმა 22 დეკემბერს საშობაოდ სიმღერები და ლექსები წარმოგვიდგინეს
შობის მოახლოება და ჩვენი სკოლის ჯადოსნურ ადგილად ქცევა ერთია
ისმის კლასებიდან ტკბილი საშობაო სიმღერები, სულ სხვადასხვა ვარიაციები.
არის განწყობა ზეიმის, განწყობა სასწაულის მოლოდინის, იმედიანი, თბილი, მყუდრო ატმოსფერო.
არაჩვეულებრივი მუსიკალური ზეიმი გაგვიმართეს მეოთხეკლასელებმა.შეასრულეს საშობაო სიმღერები და თქვეს ლექსები. გერმანულად და ებრაულადაც კი გვიმღერეს და აგვამღერეს ყველა.
ქალბატონი ცინარის, ვერიკოსა და მეოთხეკლასელების შრომამ დიდი სიამოვნება მოგვანიჭა.
მადლობა მათ ამისთვის.
მუსიკის მასწავლებელი: ვერიკო კალანდარიშვილი
კლასის მზრუნველი: ცინარ იოსელიანი
bottom of page
