საშობაო ბაზრობა

16 დეკ. 2023
16 დეკემბერს ვალდორფის თავისუფალ სკოლაში საშობაო ბაზრობა გაიმართა
საშობაო ბაზრობისას ჩვენი სკოლაცა და ბაღიც საოცრებათა სივრცედ იქცევა.
აქ მოსახვედრად ორცხობილების სურნელს, თათარას დუღილისას ავარდნილ ოხშივარს და ბავშვების ჟრიამულს უნდა გამოჰყვეთ.
რკინის გალავანს შემოაღებთ და იწყება...
აქეთ ბაღის კოხტა, ციცქნა ეზოში გაშლილი ტკბილეულობა, ფერად-ფერადი ხელნაკეთი ნივთები, ჯუჯიკოები, ფერიები, ანგელოზები, საშობაო ვარსკვლავები და ულამაზესი „სიზმართმჭერები“გეგებებიან, იქით ჩურჩხელების ამოვლებაა, პურის ცხობა, ფერადი ქაღალდებისგან გვირგვინების კეთება, ვალდორფული თოჯინები და სათამაშოები, ხის ნაკეთობები და საშობაო-საახალწლო ნივთ-საგნები.
კაფეებიდან თავბრუსდამხვევი სურნელება იფრქვევა, ფერადი დახლებიდან იმდენი საინტერესო რამ გიხმობს.
არის სითბო, ღიმილი, გემრიელი ნუგბარი, ერთობა, ხალისი და სიხარული.
წლევანდელი საშობაო ბაზრობაც მოსალოდნელი დღესასწაულების მშვენიერ პრელუდიად და მოგონებად იქცა.
დატკბით ფოტოებით და განიცადეთ ამ საოცრებათა სამყაროს ატმოსფერო ხელახლა.
კომენტარებში თქვენი ფოტოებიც გაგვიზიარეთ ან სიტყვიერად მოგვწერეთ ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი...გაზიარება ხომ ისეთი სიხარულია...
ვალდორფის საშობაო ბაზრობის ფოტორეპორტაჟი:
Guka Workspace;
ნათია გნოლიძე .
