top of page

სამჭედლოში სტუმრობა

001.jpg

15 მაი. 2024

მესამე კლასი სამჭედლოს ესტუმრა

სამჭედლო ჯადოსნური ადგილია.


შრომის, ნაშრომისა და ნაჯაფის შედეგის ხილვის, ქმედების სიამოვნების და ნაშრომით ტკბობის ადგილი.

ჯერ მარტო ხელსაწყოებისა და ინვენტარის ქართული სახელები რად ღირს.


მუსიკა არაა?  გრდემლი, საწრთობი, როფი, მანგანა, ხელკვერები, ურო, მარწუხები, სანახშირე გოდორი...

ვალდორფელები ამ ჯადოსნურ ადგილს ესტუმრნენ.


ოსტატმა მიხეილ ოდიშვილმა საინტერესო, დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაუტარა მოსწავლეებს.

ადამიანი, რომელიც სიყვარულით, მთელი მონდომებით, გულითადად აკეთებს საყვარელ საქმეს, საუკეთესო მასწავლებელია.


ლურსმნების ჭედვაში დახელოვნებული ჩვენი პატარა ვალდორფელები დრო მოვა და ქვეყნის კეთილდღეობას გამოჭედავენ ასეთივე მონდომებით, ასეთი შემართებით, ბეჯითად და დაუღალავად.


კლასის მზრუნველი: თამარ კაპანაძე

bottom of page