სათაგური

21 დეკ. 2023
21 დეკემბერს გახანგრძლივებულის ჯგუფმა თოჯინების თეატრი გამართა
თოჯინების თეატრი შემოქმედებითი, სახალისო, შემეცნებითი და სოციალური უნარების განმავითარებელი აქტივობაა.
ვალდორფის სკოლაში თოჯინების გაცოცხლება და მათი ათამაშება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენი გახანგრძლივებულის მასწავლებლების ინიციატივით მესამეკლასელებმა მეორე და პირველკლასელი მეგობრებისთვის თოჯინები და რეკვიზიტები თავად დაამზადეს და წარმოდგენაც გამართეს.
ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ ჭეშმარიტად საშობაო ამბავია.
ადამიანებში საუკეთესო ადამიანური თვისებების შემაღვიძებელი, იმის შემხსენებელი, რომ ეს სამყარო ყველასია, ყველა ცოცხალ არსებას აქვს სიცოცხლის, სიხარულის, ბედნიერების განცდის უფლება
დაე, იყოს მშვიდობა და სათნოება ამ ჩვენს მშვენიერ ქვეყნიერებაზე.
⋆꙳•❅*• •*❆ ₊⋆
გახანგრძლივებულის მასწავლებლები:
ხათუნა კონცელიძე
ნინა კვიტაიშვილი.
