top of page
სააღდგომო ბაზრობა

27 აპრ. 2024
27 აპრილს ვალდორფის სკოლაში სააღდგომო ბაზრობა გაიმართა
სააღდგომო ბაზრობამ ჩვეული სიხალისით ჩაიარა.
სასიამოვნო ჰანგებით და გემრიელი სურნელებით. მერვე და მეთერთმეტე კლასელების საგულდაგულოდ შერჩეული საკვებით და განსაცვიფრებელი მორთულობით.
ბაზრობაზე წააწყდებოდით : თექის საყვარელ სათამაშოებს,სააღდგომოდ ჩამოსხმულ სანთლებს,ხელნაკეთ სამკაულებს,ხის სხვადასხვა ნაკეთობებს..
ძვირფასმა მერვე კლასელებმა თოჯინების თეატრიც ჩაატარეს სპეციალურად პატარებისთვის და მათი გულიც მოიგეს.ამგვარად,ყველას თავისი წილი სიხარული ხვდა.
bottom of page
