პოეზიის საღამო

12 აპრ. 2024
მე-6 ა კლასმა ლადო ასათიანის პოეზიის საღამო გამართა
პოეზიის სამყარო საინტერესო საკვლევია.
ამ სამყაროში გზის გასაკვლევად მოსწავლეებს კარგი მეგზური და სხვადასხვა სამარჯვი სჭირდებათ.
მე-6 ა კლასმა ლადო ასათიანის პოეზიის საღამო გამართა.
„მეგზურობა“ კლასის მზრუნველმა, ქალბატონმა ნატალიამ ითავა, სამარჯვებად კი ბიოგრაფია, პირადი წერილების დამუშავება და ლექსების სწავლა-წარდგენა შესთავაზა მოსწავლეებს.
არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა.
თამამი, თვალებციმციმა და ყოჩაღი მეექვსეკლასელები გულით, სიყვარულით წარმოთქვამდნენ სათქმელს.
მოსწავლეებმა მოგვითხრეს ლადო ასათიანის ცხოვრების ამბები, წაგვიკითხეს წერილებიდან ამონარიდები, მუსიკალური გაფორმება საოცრად მოუხდა ლადო ასათიანის ლირიკულ, თემატურად მრავალფეროვან, მშვენიერ ლექსებს.
ამ „მარადიული ჭაბუკის“ სამყაროში მოგზაურობა ერთ სიამოვნებად გვიქციეს საყვარელმა მეექვსეკლასელებმა!
