top of page
ორკესტრის კონცერტი

8 თებ. 2024
V, VI, VII და VIII კლასელი ვალდორფელების ორკესტრმა საგურამოში კონცერტი გამართა
ჩვენი ორკესტრი გასტროლებზე.
დიდების ორკესტრის გასტროლებსა და დიდებულ მოგზაურობაზე უკვე გიამბეთ, ახლა „პატარების“ ორკესტრსა და კვლავაც დიდებულ გასტროლებზე უნდა გიამბოთ:
V, VI, VII და VIII კლასელი ვალდორფელების ორკესტრის შემოქმედებითი წარმატების ნუსხაშია... საგურამოში სტუმრობა!!!
საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლაში 2 თებერვალს კონცერტი გაიმართა.
გულითადად გვიმასპინძლეს მეგობრებმა. თბილი, სასიამოვნო, მეგობრული შეხვედრა უგემრიელესი ნამცხვრებითა და თბილი კაკაოთი აღვნიშნეთ, დაიგეგმა მორიგი ერთობლივი და უფრო მასშტაბური ღონისძიება და ლამაზი, მშვენიერი დღე დაუვიწყარ მოგონებად დაგვრჩა.
დირიჟორი: გიორგი აფრიამაშვილი
bottom of page
