მიქაელობის დღესასწაული

27 ოქტ. 2024
27 სექტემბერს ვალდორფის სკოლაში მიქაელობის ზეიმია
სხვადასხვა ემოციის გათავისება, საკუთარი თავის გამოცდა, დაბრკოლებებისა და შეუცნობლის წინაშე გადაწყვეტილების მიღება და ქმედება, სინათლის გამარჯვება ბნელზე და იმის რწმენა, რომ ბოროტს ყოველთვის სძლევს კეთილი, არსება მისი კი იქნება გრძელი და საუკუნო - მნიშვნელოვანი გამოცდილებაა მოზარდობის ასაკში.
ვალდორფის სკოლებში წმინდა მიქაელის დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე და ეს დღე განსაკუთრებულია
ბავშვები ხალისით, თამაშით, წარმოსახვისა და ზღაპრული სურათხატების მოშველიებით ერთვებიან ამ საზეიმო განწყობილებაში.
ძვრებიან პატარა ვალდორფელები დრაკონის „ბნელ წიაღში“ და მკაფიოდ ელვარებს იმედი, რომ ამ გვირაბის ბოლოს სინათლე, მეგობრები, კისკისი და საყვარელი სკოლის სივრცე დაგხვდება.
მყარდება რწმენა, რომ სამყარო უსაფრთხოა და მზრუნველი, ზღაპრის ბოლოც კეთილია და ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ საკუთარი თავის იმედი, სიკეთის ბოროტზე გამარჯვება და ის, რომ ამ სივრცეში სინათლე, უსაფრთხოება, სიკეთე სუფევს - ეჭვშეუვალია.
