მე-9 კლასელები თერაპიის სახლს ესტუმრნენ

22 თებ. 2024
მე-9 კლასელები თერაპიის სახლს ეწვივნენ და მათთვის მუსიკალური კონცერტი გამართეს
მე-9 კლასელები თერაპიის სახლს ესტუმრნენ.
ჭეშმარიტად ვალდორფული პროგრამა წარადგინეს მოსწავლეებმა: იმღერეს და დაუკრეს, ააჟღერეს არფა და ვიოლინო.
მუსიკის მასწავლებლის, ნათია მიქიაშვილის, ხელმძღვანელობით მშვენივრად გაართვეს თავი ექსპრომტად შემოსულ „მუსიკალურ შეკვეთებს“.
იყო გულისამაჩუყებელი და დიდებული, როდესაც მოხუცებმა ტანგოს მოსმენა ისურვეს, მუსიკას აჰყვნენ, წაიცეკვეს...
დაუვიწყარი შეხვედრა გულითადი გამასპინძლებით დასრულდა - ტკბილი სუფრა, ტკბილი მასლაათი...
ჩვენი ახალგაზრდებისა და მოხუცების მეგობრობის საწინდარად იქცა ეს დღე.
გაზაფხულზე მეცხრე კლასი კვლავ მიაშურებს თერაპიის სახლს. მეგობრები კვლავ შეიყრებიან ერთად, ახალგაზრდებმა ბაღის მოწესრიგება, დაბარვა და ყვავილების დარგვა ითავეს.
კლასის მზრუნველი: იანა კალანდაძე
