top of page

მე-6ა კლასის შემეცნებითი და კვლევითი მოგზაურობა

001.jpg

17 მაი. 2024

მეექვსე კლასი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

სულხან-საბა ორბელიანი ვაზირ სედრაქის განსწავლულობის გამოსახატავად ამბობს:


  „სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვარსკვლავთა საქმენი გულის ფიცართა გამოეწერა“.


მე-6ა კლასის შემეცნებითი და კვლევითი მოგზაურობანი სამცხე-ჯავახეთში განსწავლულობის ამ ხარისხის მისაღწევი ღონისძიებათაგანია.


გასაოცარი შემეცნებითი თავგადასავლების მოსმენისთვის მზად ხართ?

მაშ, ისმინეთ:


მე-6 ა კლასი ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად, მათ „საქმეთა გულის ფიცარზე გამოსაწერად“ აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა.

 ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა.

ამ ყველაფერთან მეექვსე კლასის შესაფერისად მიახლება გასაოცარი გამოცდილება იყო მოსწავლეებისთვის.


ვარსკვლავური შთაბეჭდილებებით დახუნძლული მკვლევრები მეორე დღეს ახალციხეს ეწვივნენ. იქ რაბათის ციხე კიდით-კიდემდე მოიარეს, მუზეუმს ეწვივნენ და უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს.


კლასის მზრუნველი: ნატალია როინიშვილი

bottom of page