top of page

მეცხრე კლასი ჭრა-კერვის ხელოვნებას დაეწაფა

001.jpg

26 ივნ. 2024

საკუთარი შეკერილი ტანისამოსი კი მოგვიანებით საზოგადოებასაც წარუდგინეს

ჭრა, კერვა, ხალისი და სინარნარე მეცხრეში

მეცხრე კლასი ჭრა-კერვის ხელოვნებას დაეწაფა.


დაეწაფა და გაიწაფა კიდეც მასწავლებლის, ნანა სუხაშვილის, დახმარებით..


დიდებულად გაართვეს თავი. პროცესი მარტივი არ გეგონოთ. ჯერ ჩნდება იდეა, მონახაზი. მერე - ესკიზი, მერე - თარგები, მოდელირება, გამოჭრა, დეტალების დამუშავება, შეხამება, დაგვირისტება...

შემდეგ - წარდგენა. აქაც რამდენი რამაა გასათვალისწინებელი. კონცეფცია - მოსაფიქრებელი, თანმიმდევრობა - დასადგენი, კონტექსტი - გასამთლიანებელი.


საბოლოოდ - არაჩვეულებრივი დეფილე მოეწყო ჩვენი სკოლის უკანა ეზოში, ახლად აშენებულ ხის ხიდზე.


გამოეწყვნენ ეს ჩვენი მეცხრეები თავიანთ შეკერილ სამოსში, გაიარ-გამოიარეს, ქვეყნიერებას წარუდგინეს ნაშრომ-ნაღვაწი.

თვითგამოხატვის ასეთი ძვირფასი გამოვლინებები დაუვიწყარ კვალს ტოვებს.


bottom of page