top of page

მეშვიდე კლასი თერაპიის სახლს ეწვია

001.jpg

21 ივნ. 2024

თერაპიის სახლის წევრებს ახალი მეგობრები ჰყავთ

კვლავ მეშვიდეების ეპოპეაზე მოგახსენებთ და მათ სტუმრობაზე ამჯერად - თერაპიის სახლში.


თერაპიის სახლთან ჩვენს სკოლას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს.

ვალდორფელებმა გაიცნეს ბენეფიციარები, დაათვალიერეს სახელოსნოები, გამართეს წარმოდგენა და ახალშეძენილ მეგობრებს წარმოუდგინეს სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ცეკვა. ცეკვის მასწავლებელს, ნინო როინიშვილს, საგანგებო მადლობა ეკუთვნის ამ ინიციატივისა და შთამბეჭდავი, სახალისო, მშვენიერი სანახაობისთვის.


რამდენიმე მოსწავლემ ისურვა სამომავლოდ ორგანიზაციაში მოხალისეობრივი საქმიანობა.

არის თავგადასავლები, რომლებიც გვამდიდრებს ჩვენც და აკეთილშობილებს სამყაროს.

ასეთი იმპულსები, ინიციატივები, სურვილები და მათი ასრულება ქვეყნიერებას უკეთესს ხდის.

bottom of page