მეშვიდე კლასის სტუმრობა "პარსიფალში"

21 ივნ. 2024
დიადი მოგზაურობა და დიადი მზრუნველობა
მე-7 კლასის ეპოპეა „პარსიფალში“
ეპიკური, სულ „საპოემე“ ამბები და თავგადასავლები გადახდათ თავს „პარსიფალში“ ჩვენს საყვარელ მეშვიდეკლასელებსა და მათ დაუდგრომელ მასწავლებელს, ნინია გოლიაძეს.
ხომ გსმენიათ, „ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული!“
იყო ერთი მხიარულება და თან, რასაკვირველია, საქმე, შრომა, გარჯა, ფუსფუსი, მოწესრიგება-დალაგება, თამაში და სიმღერა და რა აღარ...
მაწევანის საკვირაო სკოლა „პარსიფალი“ ჩვენი დიდი მეგობარია. მეგობრობა ზრუნვას, თანადგომას, სიყვარულს, სიხალასეს და სანუკვარ ურთიერთობას გულისხმობს.
„როდესაც მეგობრები ერთად არიან, უკეთ აზროვნებენ და უკეთ ქმედებენ“ - ამბობდა არისტოტელე.
ჰოდა, ეგ იყო!
ჩვენმა ყოჩაღებმა:
დაალაგეს სკოლის ირგვლივ ტერიტორია;
ტყე გაასუფთავეს ნარჩენებისგან;
ბოსტანი გაათავისუფლეს სარეველა ბალახებისგან;
ააშენეს კოცონის სივრცე;
ტყეში შეაგროვეს ფოთლები და ისწავლეს მისგან ბიო "სასუქის"დამზადება.
დაათვალიერეს სკოლის ტერიტორია, შემოგარენი, არემარე
და
ბოლოს ფრენბურთიც ითამაშეს.
