top of page

მეოთხე კლასის სპექტაკლი

001.jpg

20 ივნ. 2024

მეოთხე კლასი მაყურებლის წინაშე "პარსიფალით" წარსდგა

20 ივნისს, 4ა კლასმა სკოლის საზოგადოებას სპექტაკლი”პარციფალი” წარუდგინა.


მე-4 კლასი ეთმობა რაინდულ ეპოსს, ქართულ მითოლოგიურ გმირებს-კოპალას, იახსარს, ამირანს, ვეფხისტყაოსანს. ევროპულ რაინდულ მითოსს “ მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები”, “ პარციფალი”.


 მოსწავლეები ჯერ ამბავს ისმენენ, ყოველ დღე, ეპოქის გაკვეთილის ბოლოს, შემდეგ მოყოლილი ამბის შინაარსი უნდა გაიხსენონ შინ, და ამბად აქციონ. ერთ-ერთი ამბავი “ პარციფალი” შესანიშნავ პიესად აქცია ჩვენი სკოლის ენის ბურჯმა-ქალბატონმა ელენე კოშორიძემ ★

მოსწავლეებს ტექსტი დაურიგდათ, ჯერ კითხვაში ივარჯიშეს, და ასე თანდათან,ტექსტი მათ სათქმელად იქცა. როლები მოსწავლეებმა თავად აირჩიეს, სცენების ჩანახატები გააკეთეს, რეკვიზიტებიც დაასახელეს და ასე საკუთარი ინიციატივაც გამოაჩინეს.


 საბოლოოდ -სპექტაკლი საოცარი სილაღითა და თავისუფალი შემოქმედებითი უნარებით წარმოადგინეს მშობლებისა და სკოლის დანარჩენი საზოგადოების წინაშე.


კლასის მასწავლებელი : ცინარ იოსელიანი



bottom of page