top of page
მეთორმეტე კლასი გალაკტიონის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

5 აპრ. 2024
შემეცნებითი პროგრამა "დღიური"
მე-12 კლასი გალაკტიონის სახლ-მუზეუმს ეწვია. შემეცნებით პროგრამად “დღიური” შემოგვთავაზეს მუზეუმის თანამშრომლებმა. სიტყვის ეტიმოლოგიიდან დაწყებული ჟანრის მრავალფეროვნების მიმოხილვით დასრულებული - ყველაფერი შევიტყვეთ.
დღიურში ჩანაწერებთან ერთად ჩანახატებსაც აკეთებდა. კედლები მისი ნახატებითაა აჭრელებული.
წერდა, ხატავდა,მღეროდა, დახეტიალობდა, იღებდა ფოტოებს, უყვარდა ფოტოების გადაღება.
სიმღერაც მოვისმინეთ, მისივე წაკითხული ლექსიც, გულისცემაც (მართლა, მართლა…ფიგურალურად კი არა).
თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums. საუცხოო მასპინძლები დაგვხვდნენ აქ! სიყვარულით და სიფაქიზით, გულითადად გვინასპინძლეს. გმადლობთ საინტერესო შემოქმედებითი თავგადასავლისთვის.
bottom of page
