ლატვიელების სტუმრობა

19 ივნ. 2024
19-20 ივნისს,თბილისის ვალდორფის სკოლას ლიტვის ვალდორფის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
ჩვენი სკოლა ხშირადაა ხოლმე "ნავსაყუდელი" სხვა ქვეყნებიდან აქ ჩამომდგარი "საგანმანათლებლო ხომალდებისთვის".
ვალდორფის სკოლები მთელ მსოფლიოშია მოფენილი
გვეძებენ, გვპოულობენ და გვსტუმრობენ ვალდორფელები ამ უკიდეგანო, მშვენიერი ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხიდან.
19-20 ივნისს ლატვიელებს ვუმასპინძლეთ.
რიგის ვალდორფის სკოლის მერვე კლასელებს ჩვენ მეცხრეები შევაგებეთ. ერთმანეთი გავიცანით.
ლატვიური და ქართული სიმღერები ვიმღერეთ, ხელობის გაკვეთილებზე ერთობლივად ვიშრომეთ, ხელოვნების გაკვეთილზე - ვხატეთ და მეტი ფერადოვნება შევმატეთ სამყაროს.
მეგობრობა გზაა და ხიდი საინტერესო თავგადასავლებთან მისასვლელი.
კავშირი და ერთობის განცდა სამყაროს უკეთ შესაცნობად.
მეგობრობა ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და სათნოებაა.
ხელობის მასწავლებელი: სოსო გუმბერიძე
ხატვის მასწავლებელი: კახა დემურაძე
მუსიკის მასწავლებელი: ნათია მიქიაშვილი
კლასის მზრუნველი: იანა კალანდაძე
