top of page

ლამპრობა

001.jpg

20 ნოე. 2023

ვალროფის სკოლის პირველკლასელებმა ლამპრობა აღნიშნეს

რა ლამაზი და თბილი სიტყვაა ლამპრობა...

  ვალდორფელებისთვის უსაყვარლესი ეს დღესასწაული ნოემბერში იმართება. ყველანი ვაკვირდებით, როგორ მოკლდება დღეები და გრძელდება ღამეები, სიცივე ძალას იკრებს, სითბო შინ, სახლებში შეიყუჟება, წინ ზამთარი და ბრკიალა, ცივი დღეებია…ჰოდა რა სჭირდება ადამიანს, რომ მედგრად, მტკიცედ და მომზადებული დახვდეს ამ მშვენიერ, ქათქათა და ყინულშეპარულ წელიწადის დროს? რა და...

 გულში სინათლის სხივი და ლამპრის თბილი ნათება.

სწორედ სინათლის, სიკეთის, ადამიანური სითბოს სიმბოლოა ჩვენი ლამპრები. ლამპრობის დღესასწაულზე კი ამ ყველაფერს ერთმანეთს ვუწილადებთ.

 ნოემბრის ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი პირველკლასელები კუს ტბის მიდამოებს ესტუმრნენ. ხელგარჯილობის გაკვეთილზე მათᲛა მეგობარმა მეექვსეკლასელებმა საგანგებოდ დაუმზადეს ლამპრები და სიხარულით აუვსეს გულები.

 რა მშვენიერი სანახაობა იყო, რა საამური საღამო.

მშობლებმა ცეცხლი ააგიზგიზეს, ბავშვების გამომცხვარი ორცხობილების სურნელი დატრიალდა - ყველას გაუმასპინძლდნენ.

თანადგომა, გაზიარება, გულითადობა, ერთობით განცდილი სიხარული, - ესაა ვალდორფული ლამპრობა.

  დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულები დაბრუნდნენ ჩვენი საყვარელი პირველკლასელები შინ. გამოიყოლეს მთელი წლის სამყოფი სითბო და სინათლე.

კლასის მზრუნველი: ეთერ ხოშტარია.

bottom of page