top of page

თოჯინების თეატრი

001.jpg

1 დეკ. 2023

სკოლის თოჯინების თეატრმა მორიგი წარმოდგენა გამართა

რა საოცარი სიტყვაა "დღესასწაული" - მრავლისმთქმელი და თან იდუმალი

ყოველ დღესასწაულს თავისი განუმეორებელი ხიბლი, ფერი და სურნელი აქვს. და ამ "სასწაულთა" უკეთ განცდისთვის და მათ შინაარსში წვდომისთვის ვალდორფის სკოლაში მრავალი საზეიმო ღონისძიება იმართება, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა სკოლის "თოჯინების თეატრის" გუნდის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები.

 ახლა, შემოდგომის მიწურულს, როცა დღის სინათლე სულ უფრო იკლებს, ვზეიმობთ "ლამპრობას" - ადამიანის შინაგან ნათელზე მიმართულ დღესასწაულს. შესაბამისად, "თოჯინების თეატრის" გუნდი თავის პატარა მაყურებელს უჩვენებს ზღაპარს "გოგონა ლამპრით", რომელიც შთამბეჭდავი სურათხატებით გადმოგვცემს ამ დღესასწაულის არსსა და მნიშვნელობას.

 შემოდგომის ქარტეხილებით ჩამქრალ ლამპარს გოგონას დედა მზე უნთებს და მერე გოგონა თავისი ლამპრით აშუქებს დედამიწის ჩაბნელებულ კუთხე-კუნჭულს.

დაე, სამომავლოდ ჩვენმა მოსწავლეებმაც დედა მზესთან წილნაყარი, საკუთარი გულის ნათლით იარონ ქვეყნად და გზა გაუნათონ დედამიწის ბინადართ!

Ტექსტის ავტორი: ელენე კოშორიძე.

bottom of page