top of page

ზაფხულის თამაშები

001.jpg

15 ივნ. 2024

ვალდორფში ცხელ ზაფხულს გრილი ზაფხულის თამაშებით ვხვდებით

ვალდორფში ზაფხულის თამაშების დრო მოვიდა.


რას აღარ ნახავთ : როგორ გადიან ბეწვის ხიდზე საყვარელი პატარები, როგორ ეცემათ თავზე წყლით სავსე თასი,როგორ ცდილობენ ნატვრის თვლების პოვნას.


ზოგი სისწრაფეში ეჯიბრება ერთმანეთს,ზოგიც სიზუსტეში.ზოგიერთები დამსახურებული გემრიელი ვაფლის რიგში დგანან.


დიდი სიხალისით ჩაიარა წლევანდელმა თამაშებმა. პირ-სახეს ღიმილი აცისკროვნებდა და დიდი თუ პატარა,ყველა თანაბრად იზიარებდა ლამაზი დღის სიხარულს.

bottom of page