top of page

ვალდორფის გაზეთი

001.jpg

6 თებ. 2024

ვალდორფის სკოლის მეათე კლასელებმა გაზეთი გამოუშვეს

ჩვენი სკოლის გაზეთი „ბ“ უნდა გაგაცნოთ.


ასეთი მშვენიერი სიახლე გვაქვს და გაზეთის რედაქტორი თავად „ჩაგვერთვება“ დეტალებით:

„სკოლის გაზეთის იდეა დაბალი კლასებიდან მქონდა. მე-10 კლასში ქართულის გაკვეთილზე თემა გააქტიურდა და იდეა სამოქმედო გეგმად იქცა. შევიკრიბეთ თანამოაზრეები, ბევრი ვიფიქრეთ, ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ საწადელს. ეს გზა არ იყო მარტივი, მაგრამ ერთად დავძლიეთ სირთულეები.


მადლიერები ვართ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, ამის გარეშე მიზანს ვერ მივაღწევდით. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გია ქარჩხაძესა და ქალბატონ ნინო ლომიძეს!

ჩვენი ჯგუფი კიდევ ბევრ საინტერესო გამოცემას შემოგთავაზებთ!"


ანა ნადირაძე

გაზეთის ილუსტრატორი: ბჟოლა

bottom of page