გახანგრძლივებული ოთახის განახლება

6 მარ. 2024
მარტის არდადეგებზე გახანგრძლივებული ჯგუფების ოთახი გარემონტდა
მარტის არდადეგებზე გახანგრძლივებული ჯგუფების ოთახი შეიღება,შეთეთრდა და გალამაზდა.
ოთახის განახლება გახანგრძლივებული ჯგუფების მასწავლებლებმა თვითონ ითავეს.დასახმარებლად კი სურვილისამებრ მშობლებსაც მოუხმეს.საერთო ძალებით კი ოთახმა ახალი სასიცოცხლო ენერგია შეიძნა.
დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდით: თეა კუპრაშვილს და მედუნა გოგიშვილს.
ხოლო განსაკუთრებულ მადლობას კი,ჩვენი ძვირფასი პირველი კლასელის მშობელს- გიორგი კუხალაშვილს ვუხდით,რომელმაც დიდი ოსტატობით მთელი კედელი საოცრად მოგვიხატა და დიდს თუ პატარას,ყველას მაგიური მოგზაურობა მოუწყო ამ ნახატით,რომელზეც თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი ფიგურები იკვეთებოდნენ.ნელ-ნელა კი სრულყო საკუთარი ნამუშევარი და ასეთი დიდებული შემოქმედება დაგვიტოვა.