top of page

ბოლო ზარი ვალდორფის სკოლაში

001.jpg

19 ივლ. 2023

ვალდორფის სკოლის მეთორმეტე კლასელები სკოლას ემშვიდობებიან

"თვითგანვითარების შანსი“..."სწავლის სწავლა"...„გამორჩეული“... “ბავშვობა“... „ჰარმონიულობა“...“ხალისი“...“კარგი დრო“...“დაუვიწყარი თავგადასავალი“...“მეგობრობა“...“სიმყუდროვე“..."ერთიანობა"..."კრეატიულობა" "თავისუფლება" "ბედნიერება"...

ასე უპასუხეს ჩვენმა აწ უკვე კურსდამთავრებულებმა კითხვას - რასთან ასოცირდება თქვენთვის ვალდორფის სკოლა?

ამ სიტყვებით ბევრი რამაა ნათქვამი...

ჩვენი მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.ამ დღისთვის სკოლა განსაკუთრებული მღელვარებით ემზადება.მთავარი გაკვეთილის ბოლოს მათ პირველკლასელები სტუმრობენ. პატარები მოწიწებით შეჰყურებენ უფროს მეგობრებს. ხელიხელჩაკიდებულები ერთად გამოდიან კლასიდან და...მთელი სკოლა დერეფანში გამოფენილა, გუგუნებს „მრავალჟამიერი“. მოდიან ახალგაზრდები, ცრემლნარევი სიხარულით, მღელვარებით, მთელი ცხოვრების სამყოფი სიყვარული და სითბო უნდა გაიყოლონ საზრდოდ. მათი ქათქათა პერანგები კეთილი სურვილებით, წარწერებით იფარება.

ამჯერადაც ასე მოხდა.

სკოლამ მოწიწებით მიიღო, სიყვარულით აღზარდა და თავისუფლებით აღჭურვილი გაუშვა საყვარელი მოწაფეები ცხოვრების გზაზე.

bottom of page