ცეკვის ზეიმები

ცეკვა თვითგამოხატვის სხეულებრივი ფორმაა.
სხეულის თვალხილული ზეიმი.
დროსა და სივრცეში მოძრავი და გაცოცხლებული ხელოვნება.
ცოცხალი და დამოუკიდებელი.
ჩვენს სკოლაში მოსწავლეები ცეკვავენ სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ ცეკვებს, თანამედროვე რიტმებს აყოლილები ეუფლებიან თანამედროვე ცეკვებსაც. ცეკვავენ გატაცებით, სიამოვნებით, ამის გარეშეც - რადგან ეს ერთობლივი და სახალისო რამაა.
ჩვენი საყვარელი მასწავლებელი, ქალბატონი ნინო თქვენთვის დარბაზის კარს აღებს. ჰოდა, შემოაღეთ და დაესწარით „ღია გაკვეთილებს“.
ისიამოვნეთ, დატკბით და შეივსეთ დადებით ემოციებით.
გთავაზობთ ღია გაკვეთლების განრიგს:
მე-5 კლასი - 7.06.24 - პარასკევს, 9 საათზე.
მე-6 ა კლასი - 5.06.24 - ოთხშაბათს 9 საათზე.
მე-6 ბ კლასი - 4.06.24 - სამშაბათს 9 საათზე.
მე-7 კლასი - 6.06.24 - ხუთშაბათს 9 საათზე.
მე-8 ა კლასი - 14.06.24 - პარასკევს 9 საათზე.
მე-8 ბ კლასი - 14.06.24 - პარასკევს 10 საათზე.
