ღია კარის დღე ვალდორფის სკოლაში

8 დეკემბერს დილის 9 საათიდან 13:00 საათამდე ჩვენს სკოლაში მომავალი მშობლებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის იღება ყველა კლასის კარი...
ღია კარის დღე გვაქვს!
რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გაინტერესებთ:
რა ხდება ვალდორფის სკოლაში, როგორ ტარდება გაკვეთილები, რა გაკვეთილები ტარდება, რა ატმოსფერო სუფევს, როგორ „ირგებენ“ და „ერგებიან“ სივრცეს მოსწავლეები, როგორ წარსდგებიან კლასების წინაშე ჩვენი საყვარელი მასწავლებლები... თქვენ გაქვთ საშუალება მობრძანდეთ, დაესწროთ გაკვეთილებს, დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები.
როგორ უნდა მოხვდეთ თქვენთვის საინტერესო გაკვეთილებზე?
აუცილებელია წინასწარ გაგვაფრთხილოთ ვიზიტის შესახებ. წინასწარი რეგისტრაციის ფორმა იხ. თანდართული ბმულზე.
რა არის საჭირო კიდევ?
თავისუფალი დრო და საინტერესო კითხვების მომარაგება
ცხრა საათიდან ჩვენს სკოლაში ეპოქის (სხვაგვარად მთავარსაც რომ უწოდებენ) გაკვეთილი იწყება. პირველ საათამდე გამოტანილ გაკვეთილებზეც მოასწრებთ თვალის შევლებას, 12-დან კი დასვამთ კითხვებს და მიიღებთ ამომწურავ პასუხებს.
არ დაგავივწდეთ რეგისტრაცია. შეავსეთ ფორმა (ერთი წუთიც კი არ დაგჭირდებათ ამისთვის ) და გვეწვიეთ.
გულითადად გელით!
თანდართული ილუსტრაცია: ©︎Dan Scott
