top of page

სიხარულით გაცნობებთ,რომ ცეკვის ზეიმები იწყება

სულხან-საბა ორბელიანი „ცეკვის“ განმარტებისას ასე ასრულებს ჩანაწერს:


(ამ) „ღონის ძიებითა განიქარვებენ ჭმუნვათა“.


ცეკვა მნიშვნელოვანი სათქმელის გამოხატვის სხეულებრივი ფორმაა, ხელოვნების მიმართულებათაგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, გასაოცარი, განსხვავებული.


ცეკვა ვალდორფის სკოლებში ცალკე გაკვეთილია.

ცეკვავენ, დანარნარებენ, დაფარფატებენ ვალდორფელები, ფერხულში ებმებიან, შუშპარა და მჩქეფარე ცეკვებს დგამენ.


ჰოდა, ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვა თუ გსურთ, ჩვენი საყვარელი მასწავლებელი, ქალბატონი ნინო თქვენთვის დარბაზის კარს აღებს. შემოაღეთ და დაესწარით „ღია გაკვეთილებს“. ისიამოვნეთ, დატკბით და შეივსეთ დადებით ემოციებით.


გთავაზობთ ღია გაკვეთლების განრიგს:


მე-5 კლასი - 15.12.23 პარასკევს 9 საათზე.

მე-6ა კლასი - 13.12.23. ოთხშაბათს 9 საათზე.

მე-6ბ კლასი - 15.12.23. პარასკევს 14 საათზე.

მე-7 კლასი - 14.12.23. ხუთშაბათს 9 საათზე


ცეკვის მასწავლებელი: ნინო როინიშვილი


კონცერტმეისტერი: რუსა კიკნაძე.

bottom of page