top of page

მე-8 კლასის სპექტაკლი "შავი ძმები"

17-18 ივნისს 18:00 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება მე-8 კლასის სპექტაკლი "შავი ძმები".


პიესის ავტორი: ლიზა ტეცნერი

თარგმანი გერმანულიდან: ელენე კოშორიძე

რეჟისორი: თორნიკე ბლუაშვილი

მხატვარი: კახა დემურაძე

მუსიკალური გაფორმება: ნათია მიქიაშვილი


მოქმედება იწყება შვეიცარიის სამხრეთში, ტიჩინოში. აქ, ალპებში, ერთ პატარა სოფელში, ერთ მშვენიერ დღეს იდუმალი სახენაიარევიანი კაცი, სახელად ანტონიო ლუინი, სტუმრობს ჯორჯოს ოჯახს უცნაური შეთავაზებით. ჯორჯო ამ იდუმალებით მოცულ კაცს გემით მიყვება დედის გადასარჩენად მილანში და გზაში ხვდება ერთი ბიჭი, რომელიც ასევე სახენაიარევი კაცის შეთავაზებით მიდის იმავე ქალაქში. ისინი გაიცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ამ დროს ვერ ხვდებიან როგორი ქარიშხალი ჩნდება ჰორიზონტზე. როდესაც შეამჩნევენ, უკვე გვიანია და მათ გემს უკვე გეზი მილანისკენ აქვს აღებული. სამყაროს მათთვის დიდი თავგადასავლები აქვს მომზადებული...

bottom of page