ვალდორფის პედაგოგიკის სემინარი

სიხარულით გაცნობებთ,რომ ანთროპოსოფიულ საფუძვლებზე მომუშავე ვალდორფის პედაგოგიური სემინარი აგრძელებს მსურველთა მიღებას.
ვეპატიჟებით ყველას, ვისაც სურს გაეცნოს და ჩაუღრმავდეს პედაგოგიკის საფუძვლებს და აღმზრდელობით საკითხებს.კურსის გავლა განსაკუთრებით მრავლის მომცემი შეიძლება იყოს როგორც მომავალი ისე მოქმედი პედაგოგებისთვისა და მშობლებისთვის.
ღია კარის დღეზე დასწრების \ სემინარში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ბმული:
პედაგოგიური სემინარის პროგრამა მოიცავს 2 წლიან კურსს. მასში მონაწილეობა შესაძლებელია მუშაობის პარალელურად.
სემინარის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე შემოქმედებით ნაწილსაც.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ სემინარის შემოკლებული პროგრამა:
ადამიანთმცოდნეობა, როგორც პედაგოგიკის საფუძველი;
აღზრდის ხელოვნება: მეთოდურ - დიდაქტიკური კურსი;
სემინარული საუბრები;
გოეთეანისტური ბუნებისმეტყველება;
პედაგოგიური ევრითმია;
ჰიგიენური ევრითმია;
მეტყველების ხელოვნება;
ბიოგრაფიული მუშაობა;
მუსიკა;
გუნდი;
ბავშვის განხილვა;
ტემპერამენტები;
აღზრდის სოციალური საკითხი;
ფერის ფენომენოლოგია;
ფორმების ხატვა;
ხელობა, ხელგარჯილობა (ძერწვა, ხეზე მუშაობა ან სხვა.)
პრაქტიკები.
შეხვედრები ჩატარდება თავისუფალ ვალდორფის სკოლაში (მისამართი - ვარლამ თოფურიას ქ. 2) და სოციალური თერაპიის სახლში (მისამართი - ძმ. უბილავების ქ.
სასწავლო/სამუშაო დღეებია: შაბათი (საორიენტაციოდ 10:00-დან 18:00-მდე) + ჯგუფისთვის სასურველი რომელიმე სამუშაო დღე (საორიენტაციოდ 18:00-დან 21:00-მდე).
საფასური - ყოველთვიურად 150 ლარი (ინდივიდუალურ შემთხვევებში გათვალისწინებულია შეღავათი).
სწავლის დაწყების სავარაუდო თარიღი 14 სექტემბერი.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
555 22 19 10 - მარიამ გურასპაშვილი