გიწვევთ მეათე კლასის ინგლისურენოვან სპექტაკლზე

გეპატიჟებით 23 და 24 მარტს, ფაბრიკაში ინგლისურენოვან სპექტაკლზე "გმირის მოგზაურობა".
წარმოდგენა დაიწყება 19:00 საათზე!
მეათეკლასელებისა და მათი რეჟისორის, მათიას ვალენტინის შემოქმედებითი ტანდემი საინტერესო წარმოდგენას გპირდებათ.
რამდენიმე გზავნილი მაყურებლებს - ეპიგრაფად ამ წარმოდგენას შემდეგ გზავნილებს ვურთავთ:
გმირი ისაა, ვინც, უოლტ უიტმენის მსგავსად, შეძლებს შესძახოს: "ვადაგასული დოგმები და კანონები გადავდოთ გვერდზე, დავტოვოთ იქ სადაც არიან, მაგრამ არასოდეს დავივიწყოთ..." (შალვა ბაკურაძის თარგმანი).
გმირი ისაა, ვინც მიზნის მისაღწევად გრძელ გზას გადის.
ეცემა, დგება, აგრძელებს გზას.
იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ყოველი ასეთი დაცემა წამოდგომისთვის.
გმირი ისაა, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა და იწყებს მოგზაურობას.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სკოლის ბიუროში, დაჯავშნა კი - ამ მეილზე: [email protected].
ბილეთის ფასი: მოსწავლეებისთვის - 10 ლარი
უფროსებისთვის - 15 ლარი
რეჟისორი: მათიას ვალენტინი
აფიშა გააფორმა ნინი მაისურაძემ.