top of page

ანთროპოსოფიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის სემინარი საქართველოში

ანთროპოსოფიაზე დაფუძნებული პედაგოგიკის სემინარი საქართველოში აცხადებს მიღებას მომავალი სასწავლო წლისთვის.


თანამედროვე სამყაროში ინტერესი ანთროპოსოფიული მიდგომებისადმი დღითიდღე იზრდება. ვალდორფის პედაგოგიკით მომუშავე ბაღები და სკოლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მოფენილი. ანთროპოსოფიულ დაწესებულებებს უამრავ ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების პროცესში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ.


ადამიანთმცოდნეობა, გოეთეანისტური ბუნებისმეტყველება, ფენომენოლოგია, მცენარის ფენომენოლოგია, პირველი შვიდწლეულის პედაგოგიკა, სემინარული საუბრები, ბავშვის განხილვა, ხელოვნება და ხელობები - ეს სემინარის მოდულების არასრული ჩამონათვალია. თეორიასთან ერთად სემინარი პრაქტიკულ საქმიანობაში გაწაფვასაც მოიცავს.


პრაქტიკა ვალდორფის თავისუფალ სკოლაში შეეთავაზებათ მსურველებს.


სემინარზე დაშვების წინაპირობა ერთადერთია - ინტერესი ანთროპოსოფიული პედაგოგიკის მიმართ.

შემეცნებითი და მნიშვნელოვანი აღმოჩენები ელით სკოლის მშობლებს, მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, დაინტერესებულ პირებს, ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიული არჩევანის წინაშე დგანან.


სწავლების პროცესი თბილ, მეგობრულ გარემოში წარიმართება. კვალიფიციურ პედაგოგებთან საინტერესო შეხვედრები, ინტერაქტიური სტილი, შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, თეორიასთან ერთად პრაქტიკული საქმიანობა დაუვიწყარ გამოცდილებას შესძენს მსურველებს.


შეხვედრები ჩატარდება ვალდორფის თავისუფალ სკოლაში. მისამართი - ვარლამ თოფურიას 2.

სემინარის სამუშაო დღეებისთვის შერჩეულია შაბათი - 10-დან 18:00 საათამდე შესვენების ჩათვლით.

მეორე სამუშაო დღე შეთანხმებისამებრ იქნება სამშაბათი ან ხუთშაბათი. საორიენტაციოდ - 18:00-დან 21:00-მდე.


საფასური - ყოველთვიურად 150 ლარი (ინდივიდუალურ შემთხვევებში გათვალისწინებულია შეღავათი)


ღია კარის დღე - 4 სექტემბერი, 19:00 საათი

ვარლამ თოფურიას ქუჩა N 2


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირებს:


მანანა ჯავაშვილი - 599 587012

მაკა სოლოღაშვილი - 599 990297

bottom of page