ვალდორფის სკოლა ღიაა ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად მშობლების რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილებისა თუ მსოფლმხედველობისა. ვალდორფის პედაგოგიკის შესახებ ინფორმაციული საღამოების შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ინდივიდუალური გასაუბრება მშობლებთან, ხოლო ბავშვების სასკოლო მზადყოფნას აკვირდებიან გამოცდილი პედაგოგები. მოსწავლეთა სკოლაში გადმოსვლა სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან დასაშვებია სწავლების ყველა საფეხურზე, გარდა მე-11 – 12 კლასებისა.